„არ მაქვს უფლება არ გაგაფრთხილოთ ყველა, ვინც ბინას აქირავებთ დღიურად“ – ნინო ჯანგირაშვილი

„კავკასიის“ დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი -ს განცხადებას ეხმაურება:
„უჩას და მისი ადვოკატის უფლებაა არ ისაუბრონ ამ საქმეზე. მესმის, რომ ძალიან სენსიტიური შეიძლება იყოს ბევრი დეტალი და ზუსტად იქ გაარტყეს ქოცებმა, სადაც ადამიანს ყველაზე ძალიან ტკივა. მაგრამ, მე, იმ ინფორმაციიდან და იმ დასკვნებიდან გამომდინარე, რაც მაქვს, არ მაქვს უფლება არ გაგაფრთხილოთ ყველა, ვინც ბინას აქირავებთ დღიურად: იცოდეთ, რომ ასეთი ბინების უმრავლესობაში სუსს აქვს დაყენებული ჩამწერი კამერები სხვადასხვა ნივთებში, ნახატებით დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული. როგორ, რანაირად აღწევენ ამ ბინებში ეს არც ისე რთული მისახვედრია. იცოდეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სუსმა თავისი გადაღებული ვიდეოები შეიძლება თქვენს კომპიუტერებში და ვინჩესტერებში შეტენოს და თქვენ დაგიჭიროთ მათი გადაღებისთვის. თან თუ ამ ვიდეოებში თქვენც მოგიხელთეს, მთლად კარგი. ფრთხილად იყავით!“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება