საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ხალხთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ზეიმობს. “პირველების” კითხვის საპასუხოდ, როგორ შეაფასებდა “ოცნების” ლიდერების დღევანდელ განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს:
“ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერსებს ხალხი, მაინტერესებს ჩვენი ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ ვართ აქ მოსული იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა აერთიანებს ქართველ ხალხს და დამოუკიდებლობას დაიცავს ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ. საღამოს იქნება ჩემი სიტყვა, 21:00 საათზე, მოგიწოდებთ ყველას, რომ მოუსმინოთ. ახლა ვსეირნობ ხალხში, იმიტომ, რომ ეს განწყობა და ეს ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.”
