“არ ვიცი, ძალუძს თუ არა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, მაგრამ…” – რას აცხადებს ზაზა ჯანაშია?

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მომავალი მატჩის თობაზე კომენტარი “ჯვაროსნების” ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ გააკეთა.
“მგონი, ადრე საქართველოს ევროზე მოხვედრის ასეთი შანსი არც ჰქონდა. ლუქსემბურგი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ, მით უმეტეს, ასეთი შემადგენლობით, როგორიც ჩვენია. ამას დიდი ხანია ველით. იმედი მაქვს, პლეი-ოფის ფინალშიც ყველაფერი ნორმალურად იქნება. უკეთესი შანსი არ მოგვეცემა.
არ ვიცი, ძალუძს თუ არა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, მაგრამ უნდა გავიდნენ. შემდეგ კი უკვე ვნახავთ, როგორ იქნება. საქართველოს ნაკრები კარგ გუნდებთან კარგად თამაშობს”, – განუცხადა ჯანაშიამ “ჩემპიონატს”.
მაკედონიასთან ამაზე უკეთესი შანსი არ გვქონდა???ერთი თამაშით წყდებოდა ყველაფერი.ლუსემბურგს უნდა მოვუგოთ,მაგრაბ საბერძნეთთან მოგება,ეხლა შევხედე და ქართველ ბუკმეკერებსაც არ სჯერათ,2.6 გვაქ ჩვენ და 2.4 აქ ბერძნების მოგებას.