NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა კოლომინა აცხადებს, რომ არ იცის სხვა პარტნიორი, რომელიც “საქართველოსა და უკრაინაზე ახლოსაა ალიანსთან”.
მისივე თქმით, ახლა ისტორიუილი მომენტია როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშოროსო საზოგადოებისთვის, რადგან გახსნილია ფანჯარა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული.
„ახლა არის მომენტუმი, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველო-ნატოს ორმხრივ ურთიერთობას“, – განაცხადა კოლომინამ 19 დეკემბრის პრესკონფერენციაზე თბილისში.
მისივე თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როგორ დაეხმარება ევროკავშორის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაში, მაგრამ კოლომინამ პირობა დადო, რომ დაეხმარება თბილისს თუნდაც პატარა პროგრესის მიღწევაში.
კოლომინას განცხადებით, ნატო საქართველოსგან ელის ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას, რაც ასევე მოიცავს ნატოს მოთხოვნებს. მისივე თქმით, საქართველოს აქვს პროგრესი გარკვეულ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმებზე. ამასთან, ჯერ საჭიროა გაუმჯობესება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობა, სასამართლო რეფორმა, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია.
დაესწრება თუ არა საქართველო ნატო-ს მომავალ სამიტს, კოლომინა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, დაესწრება “რაიმე ფორმატში”.
ნატოს გენმდივნის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის ომმა უკრაონაში დრამატულად შეცვალა გეოსტრატეგიული სცენის აღქმა ალიანსში. ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. და ეს შეიძლება შეიცვალოს გეოსტრატეგიული სიტუაციის გამო.
ეს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას მეექვსე ვიზიტია რეგიონში 2023 წლეს და მეორე – თბილისში.
ვიზიტის ფარგლებში კოლომინა შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენს სალომე ზურაბიშვილს.
მთავრობის ადმინისტრაციაში მხარეებმა განიხილეს საქართველოს კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში.