“არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება“- რას ამბობს ღარიბაშვილის შვილი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს -ის პენსილვანიის უნივერსიტეტმა სასწავლო დაწესებულების დატოვება მოსთხოვა, ნიკოლოზ ღარიბაშვილი ეხმიანება.

როგორც ნიკოლოზ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში თქვა, ის საქართველოში ზამთრის არდადეგებზეა ჩამოსული, -ში სწავლას კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

“ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს“, – თქვა “იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა უნივერსიტეტიდან საბუთები უკვე გადმოიტანა საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში