“არ ვიცი, გვარამიას ნათქვამი რეალურია თუ არა, თუმცა კობახიძე იქნება თუ სხვა, ივანიშვილის ძალაუფლებას თუ დასჭირდა, ნებისმიერი შეიძლება “ჩარეცხოს””

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდო­მის შე­თა­ვა­ზე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან სიგ­ნა­ლე­ბი მი­ი­ღეს. გვა­რა­მი­ამ სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც წამ­ყვან­მა კი­თხვა და­უს­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მის თა­რი­ღის – 25 ნო­ემ­ბრის – და­სა­ხე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

“მსგავ­სი რამ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ვერ გა­და­არ­ჩენს, თუ არა­და, ბა­ტონ კო­ბა­ხი­ძეს მო­ვუყ­ვე­ბით, რო­გორ გა­მო­დი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ჩვენ­თან პი­რა­დად იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კო­ბა­ხი­ძე სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი­დან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცია თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა. ახლა კო­ბა­ხი­ძეს ვიდ­რე არ მოჰ­ბეზ­რდე­ბა, იქამ­დე ატა­როს მთავ­რო­ბის სხდო­მე­ბი. რა თქმა უნდა, არა­ვი­თა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ არ იქ­ნე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თა­დერთ სა­კი­თხზე – ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბა, კო­ბა­ხი­ძე არა­ვის არ აღელ­ვებს, სა­ი­და­ნაც გინ­და, იქი­დან აა­ორ­თქლოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა“, – თქვა ნიკა გვა­რა­მი­ამ და და­ა­მა­ტა, რომ “არა­ვი­თა­რი ვაჭ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა”.

რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის­თვის უც­ნო­ბია, თუმ­ცა იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბას თუ დას­ჭირ­და, ის ნე­ბის­მი­ერს “ჩა­რე­ცხავს“.

“არ ვიცი, გვა­რა­მი­ას ეს ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თა­ვის­თა­ვად, ბი­ძი­ნა რომ ყვე­ლა­ფერს ეც­დე­ბა, ყვე­ლას გა­წი­რავს, სა­ერ­თოდ რომ არ თვლის ადა­მი­ა­ნე­ბად, კო­ბა­ხი­ძე იქ­ნე­ბა თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი, მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას თუ დას­ჭირ­და, ნე­ბის­მი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა “ჩა­რე­ცხოს”. არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს, რო­დე­საც მას ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო ასე­თი შე­წირ­ვე­ბი გა­უ­კე­თე­ბია, დას­ჭირ­ვე­ბია და მერე ისევ უკან და­უბ­რუ­ნე­ბია. აქ მარ­ტო კო­ბა­ხი­ძე­ში ხომ არაა პრობ­ლე­მა? ამი­ტომ გა­სა­გე­ბია, რომ ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ზე არც არა­ვინ და­თან­ხმდე­ბა. ძა­ლა­უფ­ლე­ბის ანა­ტო­მია გა­სა­გე­ბია, პრობ­ლე­მა არის სის­ტე­მა­ში და სის­ტე­მის თავ­ში არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი – თვი­თონ ივა­ნიშ­ვი­ლი.

კო­ბა­ხი­ძეს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და თვი­თონ არის მი­სა­ხე­დი, ის არც არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას არ წარ­მო­ად­გენს, შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ნე­ბა თუ არა ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ამით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

მან­კი­ე­რე­ბის სა­თა­ვე სხვა­გან არის. მე ამ თე­მა­ში ღრმად არ შე­ვი­დო­დი, არ ვიცი ეს ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლუ­რია თუ არა და და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის კე­თე­ბა არ მგო­ნია მთლად სწო­რი იყოს. დაშ­ვე­ბე­ბით სა­დამ­დე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ცოტა გვაქვს თე­ო­რი­ულ დის­კუ­სი­ებ­ში რომ არ შე­ვი­დეთ?

ახლა ოპო­ზი­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც არის პრო­ტეს­ტის ერთ-ერთი ფორ­მა. იმ დროს, რო­დე­საც გაქვს იმის გან­ცდა, რომ არ­ჩე­ვა­ნი წა­გარ­თვეს და ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია მოხ­და, რა თქმა უნდა, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი ფორ­მაა, თუმ­ცა მის ორ­გა­ნი­ზე­ბას საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა, რთუ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. თავს შე­ვი­კა­ვებ წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ზე, რა გა­მო­ვა და რო­გორ იქ­ნე­ბა, უნდა მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა.

დღეს ჩი­ხია და იქი­დან გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩიხ­ში რო­დე­საც შე­დი­ხარ, მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი კომ­პრო­მი­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა იქი­დან გა­მოს­ვლა. რო­დე­საც გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე ორი მან­ქა­ნა ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ დგე­ბა და გვერ­დის ასაქ­ცე­ვი არ არის, ერ­თა­დერ­თი ვა­რი­ან­ტია ორი­ვემ უკან და­ი­ხი­ოს, რა­ღაც მა­ნევ­რი მო­ი­ფიქ­რონ ერ­თად, ცალ-ცალ­კე ვე­ღა­რა­ფერს იზა­მენ.

კომ­პრო­მისს ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ცოტა სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ, მას იმი­ტომ არ უმა­მა­ძაღ­ლია ასე ძა­ლი­ან, რომ ად­გეს და დათ­მოს, მის­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხია.

ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მის­გან დათ­მო­ბებს არ ვე­ლო­დე­ბი. ბი­ძი­ნა აღი­ა­რებს მხო­ლოდ დიდ ძა­ლას, იმა­ზე დიდს, რო­მელ­საც თვი­თონ ფლობს. ამ ძა­ლის ფორ­მი­რე­ბა თუ მოხ­და, ამა­ზე სჯობს, მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ”.

წყარო