“არ ვიცი, გაუჩალიჩეს პაპუაშვილს თუ თვითონ გამოიჩინა ამხელა ენთუზიაზმი” – ზუკა ბერძენიშვილის პირველი კომენტარი

ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკა დატოვა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, დამტვრეული აქვს ძვლები და დაზიანებები აქვს მთელს სახეზე. თავდასხმიდან კი 24 საათზე მეტი გავიდა. გომელაურის უწყებას დამნაშავეების დასადგენად პირდაპირი მტკიცებულებები აქვს, თუმცა არავის აკავებს.
სამოქალაქო აქტივისტი, მედიასთან ამბობს:
“ჩემზე თავდასხმა აშკარად მანამდეც მზადდებოდა, თუმცა (შალვა) პაპუაშვილმა თავისი ალუბალი დაადო ამ ტორტს. მას მოუწევს თავცადვე მიირთვას თავიდან ბოლომდე ძალიან მალე. პაპუაშვილი რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! – აი ეს კი ნამდვილად გამიკვირდა, ეს ცოტა უცნაურადაც კი მომეჩვენა – გაექცა, ნამეტანი მოსდის. ასე პირდაპირ, ასე ამხელა დანაშაულთან ასე პირდაპირ კავშირი ამხელა თანამდებობის პირს, ბიძინას მონებიც კი ცდილობენ, რომ არ ფიქსირდებოდნენ. არ ვიცი, გაუჩალიჩეს პაპუაშვილს თუ თვითონ გამოიჩინა ამხელა ენთუზიაზმი. საინტერესო ის არის, რომ რაღაცნაირად პაპუაშვილი “სირცხვილიაზეა” მიმაგრებული. არადა, მე და სალომე (ბარკერი) 2 წელიწადია აღარ ვართ “სირცხვილიაში”, თუმცა იმდენჯერ გაიმეორა, რომ თურმე გინებაში გვიხდიან, ხან რაში გვიხდიან ფულს. მე აქტივიზმის სანაცვლოდ არასდროს, არავითარი ანაზღაურება არ მკიმიღია. პაპუაშვილი ვერასდროს გაიგებს, თავით რას ვასკდებით”
ზუკა ბერძენიშვილი ცემის მომენტს იხსენებს და ამბობს: “შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა, რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა”
მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ყოფილ წევრს, ზუკა ბერძენიშვილს 11 ივნისს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
თავდასხმა თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1¹ მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 3 ივნისს ზუკა ბერძენიშვილმა ფეისბუზკე დაწერა, რომ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ და ჩაუსაფრდნენ კიდეც, თუმცა თავის დაღწევა მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან