“არ ვიცით მასშტაბი” – სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ, რომ გადახდის აპარატებიდან სხვადასხვა ხმა ისმის

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლებშიც ისმის, რომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ირთვება საპროტესტო აუდიო ჩანაწერი.

bm.ge სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ჩანაწერი თავად სატრანსპორტო სამსახურის მიერ არ გავრცელებულა და გადახდის აპარატების ტექნიკურ მხარეს ისინი არ უზრუნველყოფენ, შესაბამისად არ იციან რამდენად მასშტაბურია “ტექნიკური ხარვეზი”. მათი თქმით, კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ამ აპარატების მუშაობაზე პასუხისმგებელი, საკითხს სწავლობს.

ვცდილობთ, გავარკვიოთ დამატებითი დეტალები.

https://shorturl.at/Ge41E

https://shorturl.at/dViKP

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსი“ დილიდან ის იქნება, თითქოს რუბიოს განცხადება მტკიცებულებაა, რომ ზოგიერთი უცხოელი „მეგობარი“ საქართველოს დამოუკიდებელ კურსს ვერ ეგუება – ასე გამოიყურება ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი

ზურაბ ჯაფარიძე – გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო დამუნათება არ არის სწორი – ნუ გიყვართ ადამიანების „თრევა“ ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში