“არ ველით” – ბაიდენი ისრაელსა და ჰამასს შორის ახალი შეთანხმების შესაძლებლობაზე

ჯო ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია ცდილობს ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების ახალი შეთანხმების ორგანიზებას, თუმცა ჯერჯერობით ამის შანსი მაღალი არ არის.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, 20 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გასულ დღეებში ისრაელის მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ საომარი მოქმედებები 7 დღით შეეჩერებინათ, თუ კი ჰამასი 30 მძევალს გაათავისუფლებდა.
სწორედ ამ საკითხთან სასაუბროდ შეხვდა -ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი კატარის ემირის. ვარშავაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა მოსადის დირექტორი, დევიდ ბარნეაც.
თეთრი სახლის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ახალ შეთანხმება მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და განაცხადა, რომ ადმინისტრაციას სწრაფი შეთანხმების იმედი აქვს.
საკითხს გამოეხმაურა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც – მისი თქმით, აშშ-საც და ისრაელს სურს მძევლების გათავისუფლება, თუმცა ჰამასი ამ დრომდე უარს ამბობს მოლაპარაკებების განახლებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი