“არ ვაღიარებთ არალეგიტიმური სამინისტროს გადაწყვეტილებას – ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ” – “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” დასი

“არ ვაღიარებთ არალეგიტიმური სამინისტროს გადაწყვეტილებას – ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ” – “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” დასი
“ვასო აბაშიძის ახალი თეატრის” დასი აცხადებს, რომ ისინი არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვტილებას არ აღიარებენ.
“არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი გაათავისუფლა, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე, ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოდ. ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე”, – ნათქვამია დასის განცხადებაში.
დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კულტურის სამინისტრო საბაბად “ვალდებულებების შეუსრულებლობას” ასახელებს.