არ ვართ კმაყოფილი არც შობადობის და არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლით – კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დემოგრაფია მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.
ამის შესახებ მან პარლამენტში ოპოზიციასთან თავის სამთავრობო გეგმის წარდგენისას, დღეს, 7 თებერვალს ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად, მათ შორის, მთავრობის 4-წლიან პროგრამაში ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები იქნება გათვალისწინებული.
„დემოგრაფიის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლით, არც შობადობის მაჩვენებლით, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლით.
თუ გადახედავთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები, ეს, პირველ რიგში, სწორედ დემოგრაფიაა, რომელსაც საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება”, — განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ