არ ვართ დაზღვეული, რომ ექსპორტიორი ქვეყნები ელექტროენერგიის საფასურს არ გაგვიზრდიან ან პოლიტიკურ ბერკეტად არ გამოიყენებენ – გიორგი აბრამიშვილი

არ ვართ დაზღვეული, რომ ექსპორტიორი ქვეყნები ელექტროენერგიის საფასურს არ გაგვიზრდიან ან პოლიტიკურ ბერკეტად არ გამოიყენებენ – გიორგი აბრამიშვილი
ს” ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვეში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 0.7%-ით, ხოლო მოხმარება 6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ოქტომბრის მაჩვენებლებს, გამომუშავებამ 959,1 გვტ. სთ შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 8.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თბოგენერაცია შემცირებულია 37.6%-ით, ქარის სადგურის გამომუშავება 15.2%-ით, ხოლო ჰიდროსადგურების გამომუშავება გაზრდილია 12.8%-ით.
ოქტომბრის თვეში ელექტროენერგიის მოხმარება 11%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით იზრდება ელექტრო ენერგიის პირადი საჭიროებისთვის გამოყენება, ზრდამ ამ მიმართულებით 25.2%-ი შეადგინა. ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ძირითადად იმპორტირებული დენით კმაყოფილდება.
საქართველოში, 2024 წლის პირველ ექვს თვეში, 457 გვტ.სთ. ელექტროენერგია შემოვიდა, რომლის 91% (417.6 გვტ.სთ.) დან ს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იყო იმპორტირებული. ამავე პერიოდში, აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 39.3 გვტ.სთ. ელექტროენერგია. იმპორტში ჯამურად 3.1 მილიონი . დოლარი გადავიხადეთ.
კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ასევე, კომპანია DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი ფიქრობს, რომ მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულება ფინანსური არასტაბილურობის ნიშანია.
„დიდი სხვაობა არ არის რუსეთიდან იქნება იმპორტი თუ აზერბაიჯანიდან, ფაქტია, რომ ჩვენ საკუთარი ენერგოგენერაცია საკმარისად არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი და მწვანე ენერგიის უზარმაზარი პოტენციალი გაგვაჩნია, რათა არა თუ საკუთარი თავი დავაკმაყოფილოთ, არამედ ექსპორტზეც საკმაო რაოდენობით გავიტანოთ.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ენერგოდამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება; ბოლო წლის განმავლობაში მხოლოდ 30 მეგავატი შემოვიდა, რაც იმის შედეგია, რომ მორატორიუმი იყო 2019-2020-2021 წელი პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებებზე და მაშინაც ვამბობდით, რომ ეს შემდეგ წლებზე აისახებოდა. მაშინ არმიღებული გადაწყვეტილებები ნიშნავს, რომ ახლა იქნება სტაგნაცია ამ გენერაციის ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის. ეს ყველაფერი ზრდის სხვაობას საკუთარ წარმოებას და იმპორტირებულ დენს შორის, რომელიც ყოველ წელს მცირდება და ეს განსხვავება იფარება იმპორტით.
ფაქტია, დამოკიდებული ვართ მეზობელს რაც ფინანსური არასტაბილურობის მანიშნებელია. ჯერ ერთი ჩვენი ფინანსები მეზობელ ქვეყნებში იგზავნება , მეორეც, არ ვართ დაზღვეული, რომ ფასი გაიზრდება და რომელიმე მეზობელი არ გაგვიორმაგებს ელექტროენერგიის ღირებულებას. იმედია, იქამდე არ მივალთ, რომ რომელიმე ქვეყანა ამ ელექტროენერგიის იმპორტს პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს“,- აღნიშნა აბრამიშვილმა.