“არ ვაპირებთ საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას” – შამბა კობახიძეს ეხმიანება

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დაბრუნების სურვილი საქართველოს მხრიდან არავის უკვირს, მაგრამ ს [დე ფაქტო] ამოცანაა განავითაროს და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა. ამის შესახებ “TASS-თან” განაცხადა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, რითაც ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავის შემადგენლობაში დაბრუნებას და ევროკავშირის წევრობას 2030 წლისთვის.
“მათ (საქართველოს) 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ, რა თქმა უნდა, ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არ არის. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება” – განაცხადა შამბამ.
შამბას თქმით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის “ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა”.
“როცა ამის დრო დადგება, მაშინ განვიხილავთ, თუმცა ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავთ, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას” – განაცხადა მან.
შამბამ აღნიშნა, რომ 1992 წლის ქართულ-აფხაზური ომის წინა დღეს, აფხაზმა პოლიტიკოსმა ტარას შამბამ წარადგინა შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთობების კონფედერალურ მოდელს, მაგრამ იმ დღეს, როდესაც ეს პროექტი აფხაზეთის პარლამენტში უნდა განხილულიყო, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და ომი დაიწყო.
“მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ამაზე საუბარი არ არის”- ხაზგასმით აღნიშნა შამბამ.
მან ასევე გაიხსენა, რომ 2008 წელს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინა დღეს, რუსეთმა შესთავაზა საქართველოსთან კონფედერალური ურთიერთობების დამყარება, მაგრამ პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ წინადადებაზე.
“ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ კი ჩვენი გზით” – განაცხადა შამბამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კოაბხიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ საქართველოს გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც მისი თქმით აუცილებლად მიიყვანას ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“.
კობახიძის განხადებით, მათი „აღთქმული მიწა” ანუ „ქართული ოცნება“ საქართველოს დამოუკიდებლობსი აღდგენიდან 40 წლის თავზე ძლიერ და ევროპულ საქართველოში აფხაზე და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ცხოვრებაა:
კობახიძის თქმით, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის:
„3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმპერიათა გზაგასაყარზე, სწორედ ამ ერთგულებამ და თავგანწირვამ შეაძლებინა ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას, შეენარჩუნებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა.