“არ ვამბობ, რომ იქამდე კორუფცია არ იყო – რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ მასშტაბები შედარებადი არ არის” – მიხეილ დაუშვილი გახარიას განცხადებაზე

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, , ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და აღიარებს, რომ კორუფციის ფაქტები წარსულშიც ფიქსირდებოდა, თუმცა, დასძენს, რომ ახლა “მასშტაბები მკვეთრად გაზრდილია”.
“ბოლო სამი წელია, ამ ქვეყანაში კორუფცია გახდა სისტემური პრობლემა. თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, წინსვლა ხდება, ფაქტობრივად, რამდენიმე ათეული ოჯახის სასარგებლოდ ხდება ეს ყველაფერი. არ ვამბობ, რომ იქამდე კორუფცია არ იყო, კორუფცია, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ მასშტაბები რომ შეადარო, როგორი იყო სამი წლის წინ და როგორი არის დღეს, ეს მასშტაბები შედარებადი უბრალოდ არ არის. დავაკვირდებით, როგორ მოხდება ამ ფულის გამოყენება და იქნება თუ არა ეფექტური რეაგირება”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური ზრდით ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. მან ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა. გახარიას ეს განცხადება “ქართულ ოცნებაში” დემაგოგიად შეაფასეს და თქვეს, რომ მან მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ