“არ დამინახავს ვინ მესროლა ქვა” – რა თქვა 8 სინდისის პატიმრის პროცესზე დეტექტივმა, გიორგი ზაბახიძემ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ მოწმედ მიყვანილმა დეტექტივმა, გიორგი ზაბახიძემ თქვა,  რომ მარჯვენა თვალში მიიღო დაზიანება, მოხვდა ქვა. თუმცა, მისივე თქმით არ დაუნახავს ის პირი, ვისმა ნასროლმა ქვამაც მხედველობა დაუზიანა.

დღევანდელ სხდომაზე ზაბახიძემ, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს, თქვა, რომ დაზიანება 28 ნოემბრის აქციაზე მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხნენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი გივი წიქორიძე, ასევე პოლიციელი გელა გალდავა, რომელიც ირაკლი მიმინოშვილის დაკავებასა და მისი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობდა.