“არ დამაღალატო, არ შეხვიდე პარლამენტში” – ჯგუფი “წინაპრები”

არ უღალატო ხალხს! არ შეხვიდე პარლამენტში!

სულ უფრო მოახლოვდა დღე, როცა საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და ქართულ ოცნებას ექნება მცდელობა, არალეგიტიმური პარლამენტი შეკრიბოს და მითვისებული ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაიკანონოს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ფორმით გვაძლევენ დაპირებას, რომ არ მისცემენ ლეგიტიმაციას ახალ პარლამენტს – სიებს ჩახსნიან, უარს იტყვიან მანდატებზე, არ შევლენ პარლამენტში და ა.შ. და ა.შ. ალბათ ზედმეტი ნამდვილად არ იქნება, მათ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოცემული სიტყვიდან გადახვევა გამოიწვევს უმწვავეს რეაქციას საზოგადოებაში, იმ ამომრჩეველში, ვინც მათ ნდობის მანდატი მიანიჭა და რომ ეს ქმედება მათი პოლიტიკური ცხოვრების დასასრული იქნება ეხლა, როცა წყალგამყოფზე ვიმყოფებით – ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი თუ ს უკანა ეზოდ ქცევა და მონობაში დაბრუნება არ არსებობს მიზეზი, რომლითაც პარლამენტში შესვლის შემთხვევაში რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი შეძლებს, რომ გაამართლოს საკუთარი ქცევა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საარჩევნო სიების ბარიერგადალახულ წევრებს საპარლამენტო მანდატები ჩვენ, ამომრჩეველმა მივანიჭეთ, ამიტომაც მათი ვალდებულებაა შეასრულონ ამომრჩევლის მთავარი დაკვეთა: #არშეხვიდეპარლამენტში! #არმისცელეგიტიმაციაგაყალბებულარჩევნებს! #არმიღალატო! #არუღალატოხალხს! ვინც ეთანხმებით ამ მოთხოვნას – მონიშნეთ ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები, სურვილისამებრ განავრცეთ მიმართვის ტექსტი და გაავრცელეთ იგივე ჰეშთეგებით
კოდევ ერთხელ შევახსენოთ პოლიტიკოსებს, რომ მათი ძალა მხოლოდ ხალხში, მათ ამომრჩეველშია!