“არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს… 10-15 კაცი თავში ურტყამდა” – გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა დაკავებულებმა უბნის მაყურებლების სახელით ჩაიდინეს

ცემით მოკლული ახალგაზრდის საქმე – შაკო ისაევის ოჯახის წევრების მტკიცებით, დანაშაულის მთავარი ფიგურანტი, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა 19 წლის ბიჭი, დაკავებული არ არის და მიმალვაშია.

ოჯახი საგამოძიებოს მიმართავს და მოითხოვს პასუხისგებაში იქნას მიცემული ყველა დამნაშავე, რომელიც 19 წლის ბიჭზე და მის ძმაზე ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა.

როგორც ოჯახის წევრები “პირველებთან” ყვებიან, ქუჩურ გარჩევაში 3-ზე მეტი პირი იყო ჩართული. ოჯახი ამბობს, რომ გარჩევა შაკო ისაევსა და უბნელეს შორის დაიწყო, შემდეგ საქმეში 15-მდე ადამიანი, მათ შორის ქალებიც ჩაერთნენ.

ორივე ძმა ნაცემია, უფროსს ძმას გაუმართლა უბრალოდ, უბრალოდ შაკუნა არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს. 10-15 კაცი სცემდა მგონი. ტანზე დაზიანებები ბავშვს არ ჰქონდა, თავზე ჰქონდა, ანუ თავში ურტყეს, – ამბობს ოჯახის წევრი.

“მეექვსე კვარტალია კორპუსის წინ მოხდა ეს დიდი აურზაური. ძმაც ჩავიდა, უამრავი ხალხი იყო”, – ამბობს ოჯახის წევრი.

3 დაკავებულს, რომლებსაც უკვე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდათ, საგამოძებო უწყებამ ბარალი დაუმძიმდა, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. სამივე მათგანს ახლა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. დაკავებულებს 14 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

დადგენილია, რომ ბრალდებულებმა შაკო ისაევი ქუჩაში გამეტებით წიხლებით და მუშტებით სცემეს. 19 წლის ბიჭი სიკვდილს ერთი კვირის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ შემზარავ დანაშაულს კიდევ უფრო შემზარავს დანაშაულის მოტივი ხდის. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა დაკავებულებმა უბნის მაყურებლების სახელით ჩაიდინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ამილახვარი – ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად- საზოგადოებას მინდა ვუთხრა, პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, გაუფრთხილდით მათ