არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს, ზამთარში არავინ გაიყინება – ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი „გაზპრომის“ მიერ ავსტრიისთვის გაზის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ნეჰამერმა მედიასთან დაადასტურა, რომ ავსტრიულმა კომპანია OMV-მ „გაზპრომიდან“ გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მიიღო.
„ არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს“, – აღნიშნა კანცლერმა.
ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს სხვა წყაროები გაზის მისაღებად, ხოლო ამჟამად რეზერვების 93%-ია შევსებული, რაც ავსტრიას მთელი წელი ეყოფა.
„შემიძლია, დაგპირდეთ, რომ ზამთარში არავინ გაიყინება“, – აღნიშნა ნეჰამერმა.