არ დაადგა საშველი – Standard Football-მა ოსიმენის რეალური ფასი დაადგინა

Sportmediaset-ის ცნობით, „ნაპოლის“ არ უნდა ვიქტორ ოსიმენს წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, ამიტომ პსჟ-ს მისი გამოსასყიდი ფასი 130 მილიონიდან 100 მილიონამდე დაუკლო და პასუხის მოლოდინშია.
Standard Football-ი, რომელიც ფეხბურთელების რეალურ ღირებულებებს სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე ბოლო 18 თვის განმავლობაში აფასებს – ითვალისწინებს ასაკს, ფიზიკურ ფორმას, ტრავმებისადმი მიდრეკილებას, სტაბილურობას, გამოცდილებას, ზრდის პოტენციალს და მომავალი ტრანსფერის შესაძლებლობას – დაადგინა, რომ ოსიმენის ფასი 62 მილიონია. ამის შესახებ ინფორმაცია უფროსმა ანალიტიკოსმა ალესანდრო გაზოლამ გაავრცელა. Transfermarkt-ის მიხედვით, ნიგერიელის ღირებულება 100 მილიონია.
Sky Sport-ის მტკიცებით, ოსიმენის
გაყიდვის დაუსრულებელ მოლოდინში მყოფი რომელუ ლუკაკუ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ 35 მილიონი მოითხოვა, ნეაპოლური კლუბი კი მზადაა 25 მილიონი და 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადოს.