“არ გირჩევთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთში ვიზიტს და თუ ასე მოიქცევით, ჩვენ რაიმეს ნუ მოგვთხოვთ” – ზელენსკის განცხადება

უკ­რა­ი­ნა 9 მა­ისს მოს­კოვ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, – ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

„ჩვე­ნი პო­ზი­ცია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ყვე­ლა იმ ქვეყ­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც 9 მა­ისს მი­დის ან წას­ვლას აპი­რებს: არ შეგ­ვიძ­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღოთ იმა­ზე, რაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა. თქვენს უსაფრ­თხო­ე­ბას ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ და ჩვენ ვე­რა­ნა­ირ გა­რან­ტი­ას ვერ მოგ­ცემთ, რად­გან არ ვი­ცით, რას გა­ა­კე­თებს რუ­სე­თი ამ დღე­ებ­ში“, – გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მო­ი­მოქ­მე­დოს და შემ­დეგ ბრა­ლი უკ­რა­ი­ნას დას­დოს.”მე, რო­გორც პრე­ზი­დენტს მჯე­რა და ეს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრსაც ვუ­თხა­რი, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან, ვუ­თხრათ: ჩვენ არ გირ­ჩევთ უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ვი­ზიტს და თუ ასე მო­იქ­ცე­ვით, ჩვენ რა­ი­მეს ნუ მოგვ­თხოვთ. ეს თქვე­ნი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. უკ­რა­ი­ნას ნამ­დვი­ლად არ ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ზე, რაც დღეს რუ­სეთ­ში ხდე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ 9 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ სამდღი­ან ზავს “თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა“ უწო­და.

უპი­რო­ბო ცე­ცხლის შე­წყვე­ტა ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მო­დე­ლია. ჩვენ ამას მხარს ვუ­ჭერთ. მო­დით, 30 დღე ვცა­დოთ. რა­ტომ 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა? რად­გან სამ, ხუთ ან შვიდ დღე­ში რა­ი­მე­ზე შე­თან­ხმე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია“, – გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

მის გან­ცხა­დე­ბას მა­ლე­ვე უპა­სუ­ხა რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა:

“მწვა­ნე გა­უ­პარ­სავ­მა არამ­ზა­დამ თქვა, რომ სამდღი­ა­ნი ზა­ვის შე­სა­ხებ პუ­ტი­ნის წი­ნა­და­დე­ბას უარ­ყოფს და მოს­კოვ­ში მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ შე­უძ­ლია. ვინ ეძებს მის გა­რან­ტი­ებს? ეს ვერ­ბა­ლუ­რი პრო­ვო­კა­ცი­აა და სხვა არა­ფე­რი. უნდა ეს­მო­დეს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის დღეს რე­ა­ლუ­რი პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ვე­რა­ვინ იძ­ლე­ვა იმის გა­რან­ტი­ას, რომ კი­ევ­ში 10 მა­ი­სი დად­გე­ბა“, – წერს მედ­ვე­დე­ვი „ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა