,,არ გინდა და ნუ გინდაო – ევროპამ. რუსივით ბომბი გესროლა, ხალხი დაგიხოცა, ეკლესია გაგიუქმა, ენა წაგართვა თუ რა?!” – ლევან შენგელია

ანთროპოლოგი ლევან შენგელია სოციალურ ქსელში წერს:
,,კი მეუხერხულება ასეთ მარტივ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ვიღაცებს ეტყობა სჭირდებათ ახსნა და ამიტომ შევეცდები:
დასავლეთი ზეწოლას ახდენს ჩვენზე, პირობებს გვიყენებსო – რომ გაიძახით, ერთი გამაგებინეთ რა, ხომ ყველა ამბობთ (გულში რა გიდევთ, ეგ სხვა ამბავია!) გვინდა ევროპაშიო, ხოდა, უმაღლესში რომ აბარებდით (ასე თუ ისე, ყველას გაქვთ ალბათ დამთავრებული), პირობებს ვინ აყენებდა იქ – მიმღები კომისია, თუ თქვენ, აბიტურიენტები?! რა უნდა ჩაგებარებინათ წინასწარ ხომ იცოდით. თუ გამომცდელებს ეუბნებოდით მე რაც მინდა და ვიცი იმას გიპასუხებ და გინდა თუ არა მიმიღეო! ევროპას თავისი წესები აქვს, თუ გინდა შეხვიდე, მისი პირობები უნდა დააკმაყოფილო, თუ არა და ვერ “ჩააბარებ”! ძნელია ახლა ამის გაგება??! თავის მოსულელება კარგი ტონი როდის გახდა?! არ გინდა და ნუ გინდაო – ევროპამ. რუსივით ბომბი გესროლა, ხალხი დაგიხოცა, ეკლესია გაგიუქმა, ენა წაგართვა თუ რა?! რა არის აქ გაუგებარი ან მიუღებელი?! სხვა საკითხია, თუ არ გინდათ და გული რუსული წიაღისკენ მიგიწევთ! უბრალოდ, არც იოცნებოთ – მაგის უფლებას ვერ მოგცემთ და პირადად თუ გინდათ – მიბრძანდით!”

ასევე დაგაინტერესებთ

ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ – მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მამუკა მდინარაძე – გახარია აგენტურის წევრია, თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ დააზიანა ხელისუფლების იმიჯი – როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერად დაწინაურდა? შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად

მამუკა მდინარაძე – სოფელში რომ შეიკრიბონ უხუცესები ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება – მეოთხედ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ