“არ გვჭირდება სოლიდარობა ენგურს გაღმა” – ზურაბიშვილს სოხუმში ეხმაურებიან

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, ადგურ არძინბა ს განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ “აფხაზური ოპოზიცია შიდა პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს ექსკლუზიურად ს მრავალეროვნული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, ხოლო რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, მისი თქმით, მან არ იცის, “ვის ინტერესებს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილი და ეს დიდად არ აინტერესებთ.”
“მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჩვეულებისამებრ საკუთარ მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ ბედს, მიმართულებებს, განვითარებისა და ეროვნული ინტერესების. აფხაზი ხალხი აბსოლუტურად ერთიანია უმთავრესში – ჩვენი კონსტიტუციის ძირითად დებულებებში, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით,” – წერს არძინბა.
მისი თქმით, გაურკვეველია, “ვის მიმართ და რისთვის არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე, არამედ ქვეყანაში ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და, ალბათ, მორალზეც.”
გარდა ამისა, არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქმედებები, რომლებიც ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკაში ხორციელდება, “არ არის ანტირუსული ხასიათის.”
“ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის ის, არის 100%-ით ტყუილი და პროვოკაცია. რუსეთთან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობისკენ მიმართული კურსი ურყევი რჩება, ისევე როგორც ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები და ურთიერთდახმარება. აფხაზური ოპოზიცია შიდა პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს ექსკლუზიურად აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვის ინტერესებს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილი და, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს დიდად არ გვაინტერესებს.
წინ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს მიწაზე წესრიგის აღსადგენად და ამისთვის ნამდვილად არ გვჭირდება არცერთი პოლიტიკური ფიგურის სოლიდარობა ენგურის მეორე მხრიდან,” – წერს ადგურ არძინბა საკუთარ ტელეგრამ არხზე.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გმობს ს „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“
„მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი, და რაც პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას ამ მთავრობის „დათმობების“ – თითქოს, მათით შეიძლება რუსეთს შეაცვლევინო პოლიტიკა. ამით მხოლოდ ააჩქარებინებ“, – უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
ზურაბიშვილმა ასევე სოლიდარობა გამოხატა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგება.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც აფხაზეთში დე ფაქტო ოპოზიციის პროტესტი მიმდინარეობს. ისინი რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებას აპროტესტებენ. ბჟანიამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს.