არ გვითქვამს, რომ პენსია ეგრევე 1000 ლარი გახდება – ეტაპობრივად გავზრდით – ჯაფარიძე

პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პენსიის 1000 ლარამდე ზრდის გეგმა 2024-2028 წლებს მოიცავს, ანუ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსიის მატება ეტაპობრივად მოხდება. ლელოს საარჩევნო დაპირებებზე ბადრი ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“პირადად მე, ს ან არც ერთ ჩვენს სპიკერს არ უთქვამს, რომ ჩვენი მოსვლისთანავე გახდება პენსია 1000 ლარი… ირაკლი კუპრაძის განზრახვა იყო ეთქვა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყება ზრუნვას ზრდა და დასრულდება 1000 ლარით – ეს არის 2024-2028 წლის, შემდგომი ხელისუფლების პერიოდი. ეს იქნება ეტაპობრივი – ვამბობთ, რომ თავიდანვე ვიწყებთ 200 ლარით გაზრდას, შემდეგ ეს იქნება ეტაპობრივი ზრდა და დაგვირგვინდება 1000-ლარიანი პენსიით და მე ისიც მოგახსენეთ, რომ მესამე წლის ბოლოს გვექნება დამატებითი 6 მილიარდი ლარი 9%-იანი წლიური ზრდის პირობებში და ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 9%-იანი ზრდა. შესაძლებელია ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და პლუს, არსებულ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ასობით მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, პირველივე სამ წელში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ დამატებითი შემოსავლები, რომლებიც უზრუნველყოფს იმ რაოდენობით თანხას, რომ ჩვენ დავურიგოთ 1000 ლარი პენსია”. – თქვა ჯაფარიძემ.
18 იანვარს პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ლელოს შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის 1000-ლარიანი პენსიის შეთავაზება.
ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა კვირის ფორმულაში საუბრისას განაცხადა:
“ნახეთ, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი, ვიღაცა რაღაცას რომ მეტყვის, რომ, ვთქვათ, კარგია ეს ჩემთვის, რაღაცას ჰპირდები რა. მე პირველი, რაც მაინტერესებს, პირველი კითხვას დავსვამ – როგორ აკეთებ ამას? ამაზე კი არ წავიდა საუბარი, წავიდა თავდასხმა და ბოლოს ვინ იგებს, იგებს ოცნება, იმიტომ, რომ კარგი იდეის მკვლელობა მიდის”. – თქვა ხაზარაძემ. წამყვანის კითხვას, საუბრისას გულისხმობდა თუ არა 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებას, ლელოს ლიდერმა უპასუხა, რომ “კი”.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას