არ გვაინტერესებს რუსეთის რეაქცია ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე – სომეხი დეპუტატი

სომხეთის მმართველი პარტიის სამოქალაქო თანხმობის დეპუტატი გაგიკ მელკონიანი აცხადებს, რომ “არ აინტერესებთ” როგორი რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ს სომხეთში ვიზიტზე.
“თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა? ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ან არ ექნება, ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვზრუნავთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
23 თებერვალს სომხურმა ტელეკომპანია Factor TV-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა.
ზელენსკი, სავარაუდოდ, ერევანში მარტში ჩავა.
სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვალერი ლობაჩი აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება.
“ჩემი მხრივ, ვიტყვი, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონში სიტუაციის მოსაგვარებლად”, – აღნიშნა მან.