“არ გაუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი” – მიშელი კობახიძეს ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სადაც განიხილა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები.
მიშელის თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვისაც სურს ევროპული მომავალი მისი ქვეყნისთვის.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია და პლურალისტურ საზოგადოებაზე, გათვალისწინებული უნდა იყოს.
“ცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და ნამდვილი დიალოგია ახლა საჭირო. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გაუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი”, – წერს მიშელი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ