არ გამოკითხულა კამერიც მფლობელი – კიდევ ერთი თავდასხმა, რომლის გამოძიებასაც შსს არ “ჩქარობს”

ზუკა ბერძენიშვილზე მომხდარი თავდასხმიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა პოლიციას არც დაკავებული და არც ბრალდებული ჰყავს, მაშინ როცა არსებობს კამერების ჩანაწერები და მონაცემები თავდამსხმელებსა და ავტომობილზეც.
სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი:
არ გამოკითხულა კამერების მფლობელი და რადგან არ გამოკითხულა, შესაბამისად, არც მომხდარა კამერების ამოღება. შესაძლებელი იყო თავისუფლად მფლობელის გამოკითხვა კამერების და ასევე ყველაზე სწრაფად, ალბათ, რაც უნდა მომხდარიყო, უნდა მომხდარიყო მანქანის მფლობელის ვინაობა, იმიტომ, რომ ამას სჭირდება დაახლოებით 5 წუთი. ასევე ჩვენ საქმის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ და ესეც საკმაოდ მარტივია, იმიტომ, რომ ადამიანს სახეზე აქვს დაზიანება, რომელმაც მოითხოვა ქირურგიული ჩარევა. საკმაოდ დეტალურად აღვწერე მომხდარი ინციდენტიც და ასევე მთლიანი ვითარება, რომელიც ამ ინციდენტს წინ უძღოდა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეც დავასახელე როგორც ერთ-ერთი ამ ყველაფრის წამახალისებელი.

ასევე დაგაინტერესებთ