“არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი” – რას ამბობს მაია ბარათაშვილი

მუ­სი­კო­სი მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი “ტვ პირველის” ეთერში ამ­ბობს, რომ არ გა­ფი­ცუ­ლა და გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არის მომ­ხრე, რომ კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­დეს.

“არ გავ­ფი­ცულ­ვარ, არც სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი გა­მი­უქ­მე­ბია იმი­ტომ, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს და ამის­თვის მე ბო­დიშს ვერ მო­ვიხ­დი. ვთვლი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­სია ადა­მი­ა­ნე­ბის შე­კავ­ში­რე­ბაა, ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­სია არის ხი­დე­ბის გა­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის.

მა­გა­ლი­თი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო – მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის გა­რიჟ­რაჟ­ზე რო­დე­საც ჯაზი, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ფორ­მა ისა­ხე­ბო­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ძა­ლი­ან მწვა­ვედ იდგა რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის თემა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ელა ფი­ცჯე­რალდს არ უშ­ვებ­დნენ კლუბ­ში და კი­დევ მრა­ვა­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ო­და.

მა­შინ ჯაზი იყო მე­ინ­სტრი­მი და სრულ­დე­ბო­და ან­დერგრა­უნდში. იქ სა­ცეკ­ვა­ოდ თავს იყ­რი­და რო­გორც თეთრკა­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც ასე­ვე აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი. იქ არა­ვის არ აინ­ტე­რე­სებ­და რა­სობ­რი­ვი სეგ­რე­გა­ცი­ის სა­კი­თხი, რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცია იქ სა­ერ­თოდ არ ხდე­ბო­და.

ამი­ტომ მე ვთვლი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას აქვს დიდი მი­სია, გა­ამ­თლი­ა­ნოს, და­ა­კავ­ში­როს თუნ­დაც გა­ტე­ხი­ლი გუ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ა­კავ­ში­როს. ამი­ტომ მე მომ­ხრე ვარ იმის, რომ კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­დეს.

ეს არის ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო, მაგ­რამ ამის გარ­და მე ვი­ტყვი იმას, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რის შე­რი­გე­ბის საქ­მე­ში”, – ამ­ბობს მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია