არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! – ჯენზის ქურქიდან მიხეილ სააკაშვილმა ცხვირი გამოყო
მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციებით აღფრთოვანებულია და მასში მონაწილე პირებს მოუწოდებს, არ გატყდნენ და ერთად გაიმარჯვონ.
“გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი ვიდრე მაიდნებზე უკრაინაში, ვიდრე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე 9 აპრილს და ვარდების რევოლუციის დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო ვიდრე ახლა.
გაუმარჯოს ერთობას! არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!”- წერს სააკაშვილი.