· მეორადი საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება თბილისის 8 უბანში იქნება შესაძლებელი
დედამიწის დღე 2025 – გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თეგეტა მოტორსი“ და მოქალაქეებს გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობას აძლევს. 25 აპრილის ჩათვლით კომპანიის ელექტრომობილი თბილისის უბნებში ივლის და საავტომობილო ნარჩენებს – აკუმულატორებს, საბურავებსა და ზეთებს ჩაიბარებს. ბრენდირებული ელექტრომობილი უკვე იმყოფებოდა დიდ დიღომში, გლდანსა და ავლაბარში. მოქალაქეები საავტომობილო ნარჩენების ჩაბარებას დღეს, 23 აპრილს, 15:00 საათიდან შეძლებენ ვარკეთილში, 24 აპრილს – თემქასა და ნაძალადევში; 25 აპრილს – საბურთალოსა და დიდუბეში.
