“არ გაბედო სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოყენება” – თავისუფლების მოედანზე ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

“არ გაბედო სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოყენება” – თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები, პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ სინდისის პატიმრისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას აპროტესტებენ.

მანამდე ნინო დათაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც წერს: “ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა”.

ცნობისთვის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნინო დათაშვილი  20 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

ასევე დაგაინტერესებთ