“არ გააბრაზოთ უკრაინელები, ისინი ყოველთვის ბრუნდებიან და თავიანთ გზაზე ყველაფერს გაანადგურებენ” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, , სოციალურ ქსელში, 2022 წელს, ზე თავდასხმის შემდეგ, წერდა:
“ჯოჰარ დუდაევი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა “იჩკერიას” პრეზიდენტი უკრაინელებზე:
“ყველაზე დიდი შეცდომა არის უკრაინელების უგულებელჰყოფა, მათი სუსტებად ჩათვლა, მათთვის წყენის მიყენება. არასოდეს გააბრაზოთ უკრაინელები, ისინი არასოდეს არიან ისეთი სუსტები, როგორებიც თქვენ შეიძლება მოგეჩვენონ. დაგიფაროთ ყოვლისშემძლე ალაჰმა უკრაინელები გააძევოთ ან რაიმე წაართვათ. უკრაინელები ყოველთვის ბრუნდებიან და თავისას იბრუნებენ. მაგრამ მათ მერე აღარ სჩვევიათ ძალის მოზომვა და პროპორციულად გამოყენება, თავიანთ გზაზე ისინი ყველაფერს გაანადგურებენ. არ გააბრაზოთ უკრაინელები, როდესაც ისინი დაბრუნდებიან იმ მიწაზე, სადაც მათი წინაპრები განისვენებენ, იმ დროისთვის ამ მიწაზე მაცხოვრებლებს მკვდრების შეშურდებათ.” (ჯ. დუდაევი)”

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია