„არ აღიარებთ პარლამენტს? მაშინ, რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?“ – წულუკიანი გახარიას

„მას მერე, რაც დღეს ალბათ უკვე შეიტყვეთ, რომ თქვენ, ქალბატონებს, ვინც არიან თქვენი წევრები და ცნობილია საზოგადოებისთვის წინა მოწვევის პარლამენტიდან, ამ 12 ადამიანში ახალი წევრებიც იყვნენ, თქვენ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს? თუ ეს სწორია, რა არის ამის მიზეზი, არ აღიარებთ პარლამენტს? მაშინ, რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო? ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. მე პირადად ვერ გავიგე და მაინტერესებს. ჩემი პოზიცია უკვე ვთქვი, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. ან ასეთი პოზიცია უნდა გქონდეთ, ან – ისეთი. ორი წევრი [გახარიას პარტიიდან] აქ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით რომ ეს სწორია, როგორც მოექეცით საკუთარ მანდატებს და ამომრჩეველს?” – ჰკითხა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას, რომელიც ონლაინ ერთვება კომისიას.
„ჩვენ როგორ მოვექეცით საკუთარ ამომრჩეველს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც შემდგომი არჩევნები იქნება… მაგაზე თქვენ ნუ იდარდებთ”