,, არ აღიარებენ პარლამენტს და წავლენ ციხეში” – კობახიხე ოპოზიციონერებზე

,,არ აღიარებენ [პარლამენტს] და წავლენ ციხეში”, – განაცხადა ოცნების პრემიერმა ს კომისიაზე საუბრისას.
მან ზურაბ ჯაფარიძისთვის პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით თქვა, რომ ყველა ვალდებულია, “პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას” და გამოცხადდეს კომისიაში, როცა წულუკიანს კითხვები გაუჩნდება.
“მე ვერავის ვერ დავიჭერ, ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება ჯაფარიძეს, მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია არ მქონდა აქამდე, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მითუმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება…
რა შუაშია წულუკიანის კითხვები, აქ თეა წულუკიანზე კი არ არის საუბარი, აქ არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეზეა საუბარი, როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა არის ვალდებული, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.
არ აღიარებენ [პარლამენტს] და წავლენ ციხეში.
ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები დიფ სთეითმა მიიყვანა. მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ, პოლიტიკურად რა ბედი ეწევა. როცა ხარ დიფ სთეითის აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ გაიძულებენ კანონის, კონსტიტუციის დარღვევას. შეიძლება ამის გამო მოხვდე ციხეში”, – თქვა მან.(ფორმულა)