17
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,სინოდის რამდენიმე წევრს მივმართავ, ვინაობას შეგნებულად არ დავწერ! მილიონი არგუმენტი შეიძლება მოიყვანოთ თუ რატომ არ გსურთ გახდეთ მომავალი პატრიარქი და თქვენ იქნებით მართალი.
მე მხოლოდ ერთს მოვიყვან, თქვენი მილიონი არგუმენტის საპირწონედ – რადგან შეგეძლოთ და არ რისკავთ, გამოდის არც ეკლესიის ბედი გაინტერესებთ დიდად და შედეგად კი რუსულ თამაშს თამაშობთ. რაღა თამაშს – სასარგებლო იდიოტებად” დგებით რუსეთის სამსახურში.
ახლა არ არის ენის მოჩლექის დრო და პირდაპირ გეტყვით – გამოდით კომფორტის ზონიდან. თქვენი: “არა, მე არა!” ამ ვითარებაში – კირილ გუნდიაევის და კრემლის მოკავშირეობაა, მათი მსახურება და მონობაა.
მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და ყველას მანდ – ვის რა ცოდვაც არ უნდა გქონდეთ, ხალხის წინაშე – ეგ ყველაფერი გეპატიებათ.
არა? მაშინ ჩვენ ის გვეცოდინება ზუსტად, რომ თავიდან მოკლავთ კირიონს, ამბროსის, ილია მართალსაც… ჰო, თქვენი ხელით მოგუდავთ…
ანტიქრისტესთან წილნაყრობისთვის ვინ და სად მოგკითხავთ, ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის. მაგრამ ყველა ქართველისთვის იქნებით საძულველი, როდესაც შეგიძლიათ გახდეთ სანაქებო.
24 ხმა გაქვთ ახლა და ნეტავ რა გაშინებთ და რა გაფრთხობთ? არ არსებობს შიოს და არც ერთი პრორუსის გამარჯვების შანსი, თუ თქვენ არ გაიყიდებით იმ სამ მილიონ ლარად, რომელსაც აპირებენ ჩამოგირიგონ.
მე ჩემი მითქვამს და… ნუ იზამთ ისე, რომ ხალხმა “თქვენო ყოვლადუმოღალატესობავ” მოგმართოთ.“



