არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ამ მიზნის შესრულებაზე უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთია

„ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, დიდი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, თან ამას პოლიტიკური გავლენის მცდელობები არ მოაყოლოს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარმა ისაუბრა ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების დადებით მხარეებსა და შედეგებზე.
„ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ შეიძლება, მალე, პირველი ეკონომიკაც გახდეს.
ამასთან, მას ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. გაგახსენებთ სი ძინპინის სიტყვებს, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერისას წარმოთქვა: არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისადმი არ შეიცვლება. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდაჭერაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი ეროვნული ამოცანა არ გვაქვს და არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ამ მიზნის შესრულებაზე უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთია. რაც შეეხება ჩინეთთან დადებული ხელშეკრულების კრიტიკას ოპოზიციის მხრიდან: ჩინეთთან ანალოგიური ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული -ს, ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ს და ა.შ. მათი ვაჭრობის მოცულობა ჩინეთთან ბევრად აღემატება საქართველო-ჩინეთის ვაჭრობის მოცულობას. და თუ მათთვის სასარგებლოა ეს ურთიერთობები, ჩვენ რატომ გვიკრძალავენ?
სინამდვილეში, ეს არის უზარმაზარი პოტენციალი და შანსი, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკონომიკა როგორც შუა დერეფნის განვითარებით და სატრანზიტო შესაძლებლობების ათვისებით, ისე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ამასთან, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, თან ისე, რომ ამ ინვესტიციებს პოლიტიკური გავლენის მცდელობებს არ მოაყოლოს. ეს ყველაფერი კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ეკონომიკის განვითარების და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების კუთხით, ისე საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდის მიმართულებითაც. და ბოლოს, თითქმის 30 წელია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გვაქვს და ამ ხნის განმავლობაში იმასაც კი ვერ მივაღწიეთ, რომ, უბრალოდ, თვითმფრინავის პირდაპირი რეისი მაინც იყოს დანიშნული. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა თავისუფალი ვაჭრობის ან უვიზო მიმოსვლის კუთხით. მეტიც, არათუ უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება არა გვაქვს, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც კი. მაგალითად, სომხეთის, აზერბაიჯანის და თვით ს მოქალაქეებისთვისაც კი ვიზების მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცენტი სამჯერ მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს კი მართლა გაუგებარი პოლიტიკაა და ვერ ვხვდები, სად არის აქ სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ, როცა ჩინეთთან ყველა ეს საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
Next: ფონდი, ქვეყანა, რომელიც ენჯეოების მეშვეობით პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს, პირდაპირ გვეუბნება, რომ ის არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას, სახელმწიფოს და სუვერენიტეტს

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა