საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მაკრონმა განაცხადა, რომ ის ელის ისეთივე მკაფიო პასუხს პუტინისგან, როგორიც მიიღეს ზელენსკისგან მან და ევროპელმა ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შესახებ.
“კიევში, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩვენ გავაკეთეთ ცხადი წინადადება: უპირობო, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აიღო ეს ვალდებულება. ჩვენ ველით თანასწორად მკაფიო პასუხს რუსეთისგან. შეუძლებელია მოლაპარაკებები მაშინ, როცა იარაღი საუბრობს. არ არსებობს დისკუსია, თუ პარალელურად მოსახლეობა იბომბება. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა დისკუსიის დაწყებისთვის. მშვიდობისთვის”, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
À Kyiv et avec le Président Trump, nous avons fait une proposition claire : un cessez-le-feu inconditionnel de 30 jours dès lundi. Le Président Zelensky s’est engagé, sans poser de conditions. Nous attendons de la Russie une réponse tout aussi claire. On ne négocie pas quand… — Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 11, 2025
ემანუელ მაკრონმა, ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებთან, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიც მეცთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისთან ერთად კიევში ოფიციალური ვიზიტისას მხარეებს შესთავაზა ომის შეწყვეტა 30 დღით. უარის შემთხვევაში კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე მზეობა გამოთქვეს.
დასავლელი ლიდერების შეთავაზებით, ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათს, 12 მაისს უნდა დაიწყოს. პუტინის საპასუხო ინიციატივით კი ის “წინაპირობების გარეშე” მოსალაპარაკებლად მზადყოფნას გამოთქვამს ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან.
