“არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება” – ნეთანიაჰუ იემენზე

“არ არსებობს ადგილი, რომელსაც ს გრძელი ხელი ვერ მისწვდება,” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა მ იემენის “ჰუთების” მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე მიტანილ იერიშზე საუბრისას განაცხადა.
“მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისთვის – ნუ შეცდებით ჩვენთან დაკავშირებით, ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის[…]
ვისაც სურს იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა დადგეს ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ – იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ალ-ჰუდაიდას პორტზე თავდასხმა იყო “პირდაპირი პასუხი” პარასკევის სასიკვდილო თავდასხმაზე თელ-ავივში, რომელზეც პასუხისმგებლები იემენელი “ჰუთები არიან.
“პორტი, რომელსაც ჩვენ თავს დავესხით, გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებისთვის, გამოიყენებოდა, როგორც სასიკვდილო იარაღის დერეფანი, რომელიც მიეწოდებოდა “ჰუთებს” ირანის მიერ. ისინი იყენებდნენ ამ იარაღს ისრაელზე თავდასხმისთვის, რეგიონის სახელმწიფოებსა და მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო ხაზებზე თავდასხმისთვის. ბოლო რვა თვის განმავლობაში “ჰუთებმა” ასობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და დრონი გაუშვეს ისრაელის წინააღმდეგ,” – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ -სა და სხვა ქვეყნებს გაწეული დახმარებისთვის და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში “ჰუთების” შეტევების მოგერიებისთვის, მადლობა გადაუხადა – “ჰამასის” და “ჰეზბოლას” მსგავსად “ჰუთები” ირანის ბოროტების ღერძის განუყოფელი ნაწილი არიან. ეს ღერძი მუშაობს არა მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ, ეს საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს მშვიდობას,” – ამბობს ნეთანიაჰუ.
შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივლისს ისრაელმა, თელ-ავივზე თავდასხმის პასუხად, ერთ დღეში, იერიში მიიტანა იემენში, შიიტი ჰუთების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე.
წყარო: მთვავარი არხი