არ არის წევრი, არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას” – ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

გარიცხა თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი? ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ლევან ხაბეიშვილმა ს გარიცხვას ხელი მოაწერა, თუმცა არა ოფიციალურ დოკუმენტზე. ხაბეიშვილმა აქვე დაადასტურა, რომ მელია პარტიაში აღარ ირიცხება.
“არ ირიცხება. ეს თუ ამთავრებს ამ თემას, არ წარმოადგენს [პარტიას]. არ არის წევრი, არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”, – ამბობს .
ხაბეიშვილის ამ გადაწყვეტილებას მისივე თანაგუნდელების მხრიდან სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
გიორგი ბარამიძემ დაწერა, რომ ის არასდროს ყოფილა მელიას გარიცხვის მომხრე და ახლაც ამ აზრზე რჩება.
“კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ, ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიისა, მაგრამ მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ,” – წერს გიორგი ბარამიძე.
ხაბეიშვილის განცხადებაზე შეფასებები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ მელიას ფრთის წარმომადგენლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება