არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს

არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს
თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ქართველი ხალხის არჩევანია.
„ვფიქრობ, რომ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს. ეს იქნება აბსოლუტურად ირაციონალური. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. როცა გამჭვირვალობის კანონის მიღებას გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა. როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და შემდეგ უკვე მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას.
ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ასე გვიყენებენ საკითხს. ოთხი რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში. რაც შეეხება იმ ტენდენციებს, რაც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი. იყო პირდაპირი დაფინანსება, რომელიც იყო მიმართული საქართველოში ამ ტენდენციების განვითარებისთვის და ამას უპირისპირდება კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, იმისათვის, რომ გაემგზავროს საქართველოდან ევროპაში. რაც შეეხება დანარჩენს – მშვიდობა, სტაბილურობა, მათ შორის ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, მაგრამ რასაც გვთავაზობენ, რომ უნდა დაგვირღვიონ სტაბილურობა და მშვიდობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ამიტომ, როცა ეგზისტენციური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციურ საკითხს, ბუნებრივია, შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციურ საკითხს“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს