„არ არის ლამაზი“ — ღარიბაშვილი ენმ-ის ოფისის დარბევაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება და „არ არის ლამაზი“ ისეთი ფაქტების ხილვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოხდა.
„ძალადობა არის დასაგმობი, ვემიჯნები, არ არის სასიამოვნო. „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ჯერ კიდევ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა. დამშვიდება სჭირდება სიტუაციას. პარტიებმა, თუ რამის თავი აქვთ, მოემზადონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დაძაბული ველი, დღეს რაც არის ქვეყანაში, არ არის კარგი სანახავი და „საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრით გამოხატვა“.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება