არ არის ადეკვატური, არ გააჩნია საბაზისო ცოდნა, რომ რაიმე სახის ანალიზი შეეძლოს – პოდოლიაკი პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, მაგრამ უარს ამბობს.
„ეს ადამიანი [პუტინი] არ არის ადეკვატური, რეალისტური და აბსოლუტურად არ გააჩნია საბაზისო ცოდნა, რომ რაიმე სახის ანალიზი შეეძლოს. რუსეთში სჯეროდათ, რომ უკრაინას ძალიან სწრაფად აიღებდნენ და სხვა ქვეყნის ყველაზე პატრიოტ მოქალაქეებს დახოცავდნენ.
პუტინს ქვეცნობიერად სურს თქვას, რომ ისინი [რუსები] „ყოველთვის მშვიდობის მომხრენი იყვნენ“ – ადამიანებს იმიტომ კლავენ, რომ მშვიდობის მომხრენი არიან, უკრაინის განადგურება სურთ, რადგან მშვიდობის მომხრენი არიან და ა.შ.“, – აცხადებს პოდოლიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?