“არ აარიდოთ თვალი მშობლებს, რომლებიც დასტირიან შვილების ცხედრებს …” – უისონი კრივოი როგის დაბომბვას ეხმაურება

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის კრიმინალს უწოდებს. ის ამბობს, რომ ში ს დამარცხებით სარგებელს მთელი მსოფლიო მიიღებს.
ასე გამოეხმაურა უილსონი უკრაინის ქალაქ კრივოი როგის დაბომბვას.
“რუსეთმა მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა განახორციელა კრივოი როგის საცხოვრებელ უბანზე. 9 ბავშვია მოკლული ამდენივე ზრდასრულთან ერთად. თვალი არ აარიდოთ მშობლებს, რომ დასტირიან თავიანთი შვილების ცხედრებს, სასწრაფო დახმარების მუშაკებს, რომლებიც სასოწარკვეთილები ცდილობენ გადაარჩინონ მათი სიცოცხლე. 60-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ომის კრიმინალი პუტინი არის შავი ლაქა კაცობრიობისთვის და უნდა დამარცხდეს ში. ეს მთელი მსოფლიო სასარგებლო იქნება”, – წერს ჯო უილსონი.
Russia targeted and conducted a missile strike on a neighborhood playground in Kryvyi Rih. Nine CHILDREN were murdered along with a growing number of adults. Do not look away from the parents weeping over the bodies of their children, emergency workers desperately trying to save… — Joe Wilson (@RepJoeWilson) April 5, 2025
გუშინ, 4 აპრილს კრივოი როგი რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 18 ადამიანი. მათ შორის, 9 ბავშვია.