ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი საკუთარ მომავალ ხედავს საკავშირო სახელმწიფოში – რუსეთთან და ბელორუსთან. ამის შესახებ მან სოჭში მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალის ფარგლებში ისაუბრა.
“დღეს ერთ-ერთი საკვანძო დავალება ბელარუსული პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერჯერობით ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, სახელმწიფოს ხელმძღვანელებს შორის ორმხრივი ვიზიტები უკვე შედგა. გვესმის, რომ საკავშირო სახელმწიფომდე გზა გრძელი, არსებითი და რთულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეთ მიდგომას მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლების მნიშვნელოვანი უმრავლესობა”. – თქვა არძინბამ.
ამასთან, დე ფაქტო მინისტრის თქმით, მარიონეტული რეჟიმი საკუთარ მომავალს რუსეთთან ალიანსის გაძლიერებაში ხედავს.
“ჩვენ საკუთარ მომავალს ზუსტად ამაში ვხედავთ – რუსეთთან ალიანსის გაძლიერებასა და საკავშირო სახელმწიფოს სურვილში. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით. რაც შეეხება ბელარუსს, დღეს ჩვენ საძირკველს ვაშენებთ. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, იწყება აქტიური განვითარება, ასევე, გვაქვს საინვესტიციო თანამშრომლობა”. – აღნიშნა არძინბამ.