არძინბას თქმით, მოსკოვშია და ახალ სამსახურს იწყებს

ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი დე ფაქტო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ს მიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, გადადგა „ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით“. უცნობია, იგულისხმება თუ რა ს პირველ არხში მუშაობის დაწყება – მანამდე არძინბა რუსული ტელეარხის წამყვანი გახდა.
„მე დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო დაგეგმილი გადაწყვეტილება. ახლა მოსკოვში ვარ. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ შედეგებს. დიდი სამუშაო გაიწია. წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია ს რესპუბლიკისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს მომავლისკენ, წინსვლისკენ“, – აღნიშნავს არძინბა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ბჟანიამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი დღეს, 7 მაისს, მოაწერა. 33 წლის „მინისტრის” გადაყენების მიზეზი უცნობი იყო. ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას.
ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა 2021 წლის 17 ნოემბერს. მანამდე არძინბა ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოსაც.
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ინიციირებული „აგენტების კანონის” აქტიური მხარდამჭერია.
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ინალ არძინბა მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) და ევროკავშირს ადანაშაულებდა აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაში”.
2023 წელს არძინბამ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში ამ ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი .
ინალ არძინბას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობისას დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან ურთიერთობების კურატორი იყო, ადანაშაულებს სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. ს არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული და შეყვანილი ჰყავს უკრაინის მტრების სიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება