არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს – ტაივანური გრანტის მოლოდინში წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება – თინა ხიდაშელზე

არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს – ტაივანური გრანტის მოლოდინში წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება – თინა ხიდაშელზე
„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ივანიშვილი ისტერიკაშია, რადგან თავს მომწყვდეულად გრძნობს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, თინა ხიდაშელმა არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს, ამიტომ მსგავსი განცხადებებით წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება.
, მისი გუნდი და ხელისუფლება კონსტიტუციური უმრავლესობის მოლოდინში ისტერიკაშია და , თავისი „ლელოელი” ქმრით და ტაივანური ხელფასით მხნედ გრძნობს თავს?!
ლიბერალიზმის სიგიჟის თანამედროვე გამოვლინებაა ე.წ სპორტული „ქამინგ აუთი“ – როდესაც სპორტსმენი ყველანაირ მანიპულაციას მიმართავს, რომ შესაძლებლობის მიუხედავად, წარმატებას საკუთარი პიროვნული კომპლექსებით და „მეინსტრიმული” სიგიჟეებით მიაღწიოს.
ასეა ამ საცოდავის საქმეც – არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს – ტაივანური გრანტის მოლოდინში ეჭიდება წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ისე, რომ ისიც არ გაუთვალისწინებია, „წელზე მაღლა” ხტომამ, კისრის მომტვრევა რომ იცის.
არადა, ერთი კარგი მრჩეველი რაა, ტაივანური ლაბორატორიის გამორჩეულ ეგზემპლარს რომ დაუნიშნონ და ვინმემ მიუთითოს – შენ ტაივანისთვის პროექტი წერე, სერიოზულ საკითხებს თავი დაანებე, პოლიტიკა არ არის შენი საქმეო?!
საკუთარი ქმრის „ლელოში” შესვლით და ისედაც, ბითური ავტორიტეტის უფრო გაბითურებით ხომ მაინც უნდა მიხვდე – სად და რა წონის კატეგორიაში ასპარეზობ?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს