“არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი – მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია

“ფენერბაჰჩეს” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ The Times-თან ინტერვიუში დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს წლების განმავლობაში ისეთ ფეხბურთელებთან უმუშავია, როგორებიც უეინ რუნი, კრიშტიანო რონალდო, ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი და სხვა ვარსკვლავები არიან, მოურინიო საუკეთესო მოთამაშედ ნემანია მატიჩს მიიჩნევს.
“მატიჩი საუკეთესო იყო, ვინც კი გამიწვრთნია. არ ვფიქრობ, რომ სერბზე უკეთეს ფეხბურთელთან მიმუშავია, ნემანია ყველა დავალებას ასრულებდა და გუნდისთვის ყველაზე მეტს აკეთებდა”, – განაცხადა მოურინიომ.
ჟოზეს და ნემანიას ერთად სხვადასხვა დროს “ჩელსიში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “რომაში” უმუშავიათ. სერბი
ფეხბურთელი ამჟამად “ლიონის” ღირსებას იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ