პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, “არც სწყინს და არც უხარია”, რომ მმართველი პარტიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სცენაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
“მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმრთულება და ერთად ყოფნა. ეს იქნება ჩვენთვის, ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე, ერთმანეთში გაცვლითი მადლობები. ამიტომ, არც მწყინს, არც მიხარია [სცენაზე არ მიწვევა] მე მიხარია ის, რაც ხდება აქ ხალხში. ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლის, ვერაფრით. ამიტომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
დღეს ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის აღსანიშნად გაიმართა, პრეზიდენტს სცენაზე სიტყვის გამოსვლის უფლება არ მისცეს. მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს საქართველოს ზეიმია და სიტყვითაც გამოვა, თუ ამისი შესაძლებლობა მიეცემა.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, ამიტომ, “მისი ადგილი ღონისძიებაზე არაა”.