“არც მწყინს, არც მიხარია” – ზურაბიშვილი მთავრობამ სცენაზე არ აიყვანა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის წარმომადგენლებმა არ მისცეს უფლება მიემართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღნიშნავდნენ. თუმცა მას რომ ამის სურვილი ჰქონდა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.
“მე ვიტყოდი ერთ რამეს. მადლობები არ მჭირდება. იმიტომ, რომ მადლობა არის ხალხის განწყობა, მიზანმიმართულობა და ერთად ყოფნა. ეს იქნება ჩვენთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლილი მადლობები.
ამიტომ არც მწყინს, არც მიხარია. მე მიხარია ის, რაც ხდება აქ, ხალხში. ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლია. ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აღინიშნა. ღონისძიება მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი , რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში სურვილი გამოთქვა, რომ თუკი საშუალება მიეცემოდა, მზად იყო სცენიდან მიემართა მოქალაქეებისთვის.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი მ თქვა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „არაფერი ესაქმებათ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე.
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად სა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურიელიძე – ახალი ზოოპარკი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, თუმცა 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა – ასევე, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება: ჟირაფების, ანტილოპების, მარტორქების, ბეჰემოთების, აფრიკული კამეჩების

გიორგი სიორიძე – მალე, შეიძლება, „ფეისბუქი“ გაგვითიშონ – ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზაა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, თუმცა ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს