“არც მამად ვარგია ეს კაცი, შვილებს რომ აქამდე მიიყვან რა კაცი ხარ, ბიძინა? ჯერ ხომ თავს ლაფი დაასხი, ახლა ნახე რას უშვრები” – გუბაზ სანიკიძე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეზე საუბრისას, ამბობს:
“არც კაცად, არც მამულიშვილად, არც პატრიოტად, არაფრად არ ივარგა. არც მამად არ ვარგია ეს კაცი. რაღაც იმიჯი ჰქონდა, რომ ოჯახის მოყვარული კაცია. შვილებს, რომ აქამდე მიიყვან რა კაცი ხარ. ბიძინა რა კაცი ხარ? ჯერ ხომ თავს ლაფი დაასხი, ახლა ნახე რას უშვრები. ეს არის აბსოლუტური სიბოროტის მიმდევარი რომ გახდი და ეშმაკი რომ შეგიჩნდა. ეშმაკი გყავს შეჩენილი რა. სატანის კერძი ხარ ბიძინა ივანიშვილო. ღმერთია მოწამე არ მიხარია ასე რომ წავიდა ჩვენი ქვეყნის საქმე და იგივე შენი ოჯახის საქმე. ბავშვებს რას უშვრები ბიძინა? ნუთუ ასე წაგართვა ეშმაკმა გონება, რომ ამაზე მიდიხარ. ეშმაკის გზა გაქვს არჩეული. ჯერ კიდევ საყდრისი რომ ააფეთქე, მაშინ შეგატყვე ეგ. მაშინვე დავიწყე მოწყვეტა შენი პოლიტიკური ორგანიზაციიდანაც და საერთოდ ჩემი ბიოგრაფიის ყველაზე მძიმე წლები არის, როდესაც რაღაცას ერთად ვფიქრობდით. ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს შენი ბრალია. მე კი არა მთელი ქვეყანა მოგწყდა უკვე, ჯერ სადა ხარ”.
ცნობისთვის, “დროების” ინფორმაციით, ს საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს