არც მალდინი და არც ნესტა – ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში დაასახელა მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად უჭირდა.
“ჩემთვის ნესტა “ლაციოს” სიმბოლოა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ არ მიყვარდა თამაში? პაოლო მონტერო. სულ მეშინოდა, რომ ფეხს მომტეხავდა, ძალიან ხისტი მცველი იყო”, – განაცხადა ტოტიმ.
შეგახსენებთ, ფრანჩესკო “რომას” აღზრდილია და ამ გუნდის ღირსებას 1993/2017 წლებში იცავდა.